მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2016-06-28 11:30:00

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ მებაჟე ოფიცრებმა  87.11 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნივთები უკრაინის მოქალაქეს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად უპოვეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4626.14 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4626.14 ლარის ოდენობით.