საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 2016-06-28 11:21:00

18-26 ივნისს, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში აკრძალულ მედიკამენტთა ნუსხაში შეტანილი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტების: სარფისა და კარწახის გავლით მოქალაქეებს აღმოუჩინეს ჯამში 109 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს.