ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში გადაყვანაზე უარი ეთქვათ

საქართველო, თბილისი - 2016-06-27 11:07:00

ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში გადაყვანაზე უარი ეთქვათ. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტახნის წინ გამოაცხადა. საქმეზე მოპასუხე მხარე - სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო, რომლისთვისაც ყოფილი პრემიერისა და თბილისის ყოფილი მერის ერთ საკანში ყოფნა მიუღებელია.

გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის ერთ საკანში მოთავსების მოთხოვნით დაცვის მხარემ ინსტანციას 4 თვის წინ მიმართა და მიზეზად მათ მიმართ ციხეში არაჰუმანური მოპყრობა დაასახელა.