ტყიბულში ცივი იარაღით 40 წლამდე ასაკის მამაკაცია მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2016-06-16 11:28:00

ტყიბულში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. ინციდენტი მკვლელობაში ბრალდებულის სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. მან მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.