ნარკოდანაშაულისათვის 52 წლის მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-06-15 10:05:00

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ოლეგ გ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 აბი მეთადონის მარილი და 14 აბი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

 გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).