საასამართლო ,,რუსთავი 2“- ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 2016-06-10 08:38:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღესგამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. პროცესი, 10 ივნისს, 10 საათზეა ჩანიშნული.

საქმის გახილვა სამშაბათს, 7 ივნისს დასრულდა და კოლეგიამ განაცხადა, რომ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღეს დაჭირდებოდათ, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.