ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომობილი ორ გოგონას დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 2016-06-08 18:08:00

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ "დელისთან" "მერსედესის" მარკის ავტომობილი ორ გოგონას დაეჯახა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამართალდამცავებმა გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.