სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 2016-06-08 16:53:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დამ. მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  11'-151-ე მუხლით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ).

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 აპრილს მ. მ. მივიდა ყოფილ მეუღლის - ნ. მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რომელთან ერთადაც დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში და ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით.

სასამართლომ მ. მ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 თვი თთავისუფლების აღკვეთა.