საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მოამზადებული კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია ის ნორმები, რომლებიც შეეხეხბა თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის ხელმეორედ არჩევის აკრძალვის კონსტიტუციურობას, 10 წლიანი უფლებამოსილების ვადის ავტომატური შეწყვეტის კონსტიტუციურობას, სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებთ პლენუმის იურისდიქციისა და ნორმათა მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომაზე შეჩერების შესაძლებლობის კონსტიტუციურობას, საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებითპლენუმის იურისდიქციის კონსტიტუციურობას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემის არსებული მოდელის კონსტიტუციურობას, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს სრული ტექსტის გამოქვეყნების ვალდებულების კონსტიტუციურობას, პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი კვორუმის კონსტიტუციურობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადების კონსტიტუციურობას და სხვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმათა ნაწილი წინააღმდეგობაშია არამხოლოდ კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან, არამედ კონსტიტუციის სხვა მუხლებთანაც, საქმის განხილვაში მოსარჩელე მხარეა საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/5, ხოლო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გამოიყენებს მათ მიერ რწმუნებულებით დელეგირებულ უფლებამოსილებას და თავად წარმოადგენს მხარეს სასამართლოში”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.