სასამართლო კოლეგია ,,რუსთავი 2“ -ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება

საქართველო, თბილისი - 2016-06-07 16:47:00

,,რუსთავი 2“ -ის სასამართლო პროცესი დასრულებულია. სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება, თუმცა, როგორც მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ განაცხადა, გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მათ გარკვეული დრო სჭირდებათ.

საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს სააპელაციო სასამართლო წინასწარ გაავრცელებს.