“აიპლუსში” მეორადი ტელეფონების ახალ ტელეფონებად გასაღების ფაქტებს სწავლობენ

საქართველო, თბილისი - 2016-06-06 13:28:00

თბილისში მდებარე “აიპლუსის“ ყველა მაღაზია დაკეტილია. გავრცელებული ინფორმაციით, ,,აიპლუსში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. სავარაუდოდ საქმე ეხება მეორადი ტელეფონების ახალ ტელეფონებად გასაღების ფაქტებს. ოფიციალური განცხადება უწყებაში ჯერ არ გაკეთებულა.