რუსთავი 2-ის ადვოკატები სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს და დააჯარიმეს

საქართველო, თბილისი - 2016-06-03 15:04:00

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზიდან რუსთავი 2-ის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა.

კოლეგიამ ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე - 100 ლარით, თამთა მურადაშვილი - 300 ლარით, დიმიტრი საძაგლიშვილი კი 500 ლარით დააჯარიმა.

პროცეს ვერ ესწრება არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.