საია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 2016-06-03 13:53:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მიმდინარე წლის 1 ივნისს გავრცელდა განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის თაობაზე, რომლის თანახმადაც, მასსაცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი წლების განმავლობაში უნაზღაურდებოდასახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლე ბინას საკუთარი ოჯახის წევრისაგან ქირაობდა.მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება, დადასტურების შემთხვევაში, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, კერძოდ მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას; ამასთან, ეს ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულზე უნდა დაიწყოს გამოძიება.

ზემოაღნიშნული ფაქტი და მასთან დაკავშირებით გაკეთებული იუსტიციის საბჭოს განმარტება, რომელმაც სათანადოდ ვერ გააბათილა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, საფრთხეს უქმნის სასამართლოს რეპუტაციას, მის მიმართ საზოგადოების ნდობას და ასევე,კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მიმდინარე დავის მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად განხილვის შესაძლებლობას.

შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამომწურავად და სრულყოფილად გასცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.ამასთან, კანონით დადგენილი წესით, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით; ასევე, შესწავლის საგანი უნდა გახდეს, რამდენად ადეკვატური და კანონთან შესაბამისი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე განხორციელებული რეაგირება.

ამასთან, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა არ უნდა გაგრძელდეს იმ სასამართლო შემადგენლობის მიერ, რომლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ კითხვები არსებობს.     

აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ აღძრავს ეჭვებს სასამართლო ადმინისტრირების სისტემაში მანკიერი პრაქტიკის არსებობის თაობაზე, მათ შორის, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით. ერთი მხრივ, იუსტიციის საბჭოს მხრიდან არასათანადო რეაგირება შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე, მეორე მხრივ, შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობა შესაბამისი ორგანოებისათვის - საქმის გამოუძიებლად დატოვება განუსაზღვრელი ვადით მაგრამ იმ პირობებში, როცა ნებისმიერ დროს შესაძლებელია საქმეზე დაიწყოს გამოძიება - მოსამართლეს აქცევს მოწყვლადად როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებისთვის და საფრთხეს უქმნის მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.

მსგავსი შემთხვევები სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც კონკრეტული მოსამართლის, ისე მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლო ადმინისტრირების მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმის გატარების აუცილებლობას.

 

დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები

 

ცნობილია, რომ:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზემოაღნიშნული განცხადებით, უპასუხოდ დატოვა რიგი მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააჩინა საზოგადოებაში. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის განცხადებაში: