,,რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა 3 ივნისს გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 2016-05-31 18:26:00

რუსთავი2-ის საქმის დღევანდელი სხდომა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამ დროისთვის კოლეგიას საკუთარი არგუმენტები რუსთავი2-ის, ძმები ყარამანიშვილებისა და ტვ საქართველოს წარმომადგენლებმა უკვე გააცნეს.

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსთავი2-ის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო გააგრძელებს 3 ივნისს 14:00 საათზე. პროცესი გაგრძელდება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის  სააპელაციო პოზიციის მოსმენით.