სოფელ კურდღელაურის სასაფლაოზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2016-05-31 10:20:00

თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის სასაფლაოზე, 30 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ის სოფლის სასაფლაოზე ჩამომხრჩვალი ნახეს. თანასოფლელები ამბობენ, რომ მამაკაცს ნათესავებთან კონფლიქტი მოუვიდა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.