საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში კონტროლის პალატის ახალი შენობა გახსნა. ქუთასიში, კონტროლის პალატის აპარატში სამოცამდე თანამშრომელია დასაქმებული, ახლო მომავალში ორმოც ახალ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება.
შენობის მშენებლობა და აღჭურვა ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და მას 3 მლნ-მდე ლარი დასჭირდა.