შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 2016-05-23 21:32:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვანო პაპიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ის კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი  და მისი შეცვლა "როტიაციას" უკავშირდება.

შსს-ში აცხადებენ, რომ პაპიაშვილი სხვა თანამდებობაზეა გადაყვანილი.