კორცხელში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2016-05-22 17:04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 
უწყებაში ამტკციებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე რეაგირებაც მყისიერად მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.