საია კორცხელის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 2016-05-22 15:05:00

საია სამართალდამცავ ორგანოების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს.

 

,,ზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები  (დაახლოებით 20 ადამიანი).  დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც  ფიზიკური დაზიანება მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების წარმომადგენლებს.  ამ ეტაპისთვის პოლიცია იმყოფება საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არასაკამრისი რაოდენობით.

 

მსგავსი ფაქტები უაყოფით ზეგავლენას ახდენს კონკურენტულ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.

მოვუწოდებთ:

საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდ რეჟიმში დაელოდონ შედეგების შეჯამებას.

 

სამართალდამცავ ორგანოებს:

საიას ოცამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დაკვირვებას ახორციელებს როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის ყურადღება კენჭისყრის პროცესებზე დაკვირვების გარდა, მიმართულია საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების  მხარდამჭერთა პირების მიმართ, რომლებიც შეკრებილები არიან საუბნო საარჩევნო კომისიებთან.