სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდოდატები დამტკიცებულია

საქართველო, თბილისი - 2016-05-17 10:22:00

მთავრობამ იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა, რომელსაც საქართველო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლედ წარადგენს. კერძოდ, ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი, მათგან ერთ-ერთს შემოდგომაზე, უკვე ევროპის საბჭო შეარჩევს.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს ვადა მომავალ წელს ეწურება. დღემდე მისი შერჩევის პროცედურა არ არსებობდა და გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად ხდებოდა.