ლგბტ თემის მხარდამჭერები ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-05-17 10:19:00

თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 პირი დააკავეს. 
„სიყვარული თანასწორია“ - ამ შინაარსის წარწერებს ლგბტ თემის მხარდამჭერები საპატრიარქოს ღობის კედელზე აკეთებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 პირი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე  დააკავეს.

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამავე დროს, 17 მაისი გამოცხადებულია ოჯახის სიმტკიცის დღედ.