ხობში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2016-05-15 14:26:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

"ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის წყალში მოქალაქე აკრძალული საშუალებით თევზაობდა. შედგა შესაბამისი აქტი" - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.