ბათუმში მშენებარე კორპუსიდან 40 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 2016-05-04 18:01:00

უბედური შემთხვევა ბათუმში. ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 40 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კორპუსზე სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. შველა აწარმოებს. გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.