ბათუმის ნავსადგურში ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი გემი ANDA დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-04-28 12:36:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურმა, გეგმური ინსპექტირების დროს ბათუმის ნავსადგურში ტოგოს რესპუბლიკის დროშის ქვეს მცურავი გემი ANDA დააკავა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემის კაპიტანი დაჯარიმდა 5000 ლარით საზღვაო ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევის ფაქტზე (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე მუხლით).