ბაღდათის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით, სუს-ში ბრიფინგი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 2016-04-25 16:24:00

ბაღდათის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი დაინიშნა.
სუს-ში ბრიფინგი 17.00 საათზე გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო დააკავეს.