აწყურის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

საქართველო, თბილისი - 2016-04-21 15:19:00

თბილისში, აწყურის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა ქალი. არსებული ინფორმაციით, ბინა, რომელშიც  ქალის გვამი იპოვეს, გაქირავებული იყო და ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.