ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2016-04-21 13:51:00

წყნეთის გზატკეცილზე, ბაგებში, ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 40 წლამდე მამაკაცის ცხედარს დღეს დილით მიაკვლიეს. 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ადგილობრივები ვარაუდობენ რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დაცემისას თავი დაარტყა.