რუსთავის გზატკეცილზე ერთმანეთს 4 ავტომანქანა დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 2016-04-19 11:29:00

რუსთავის გზატკეცილზე ერთმანეთს 4 ავტომანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დასავებულია ერთი ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.