ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა

საქართველო, თბილისი - 2016-04-14 09:16:00

ვარკეთილის მესამე მასივში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

როგორც მეზობლები ამბობენ, ამ დროს სახლში იმყოფებოდა სამი ბავშვი, მათ შორის ყველაზე პატარა  - 2 წლის. მათივე თქმით, ოჯახში კონფლიქტი ხშირად ხდებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს