არასამთავრობო სექტორი ახალ კამპანიას - "სამართალი ითხოვს" იწყებს

საქართველო, თბილისი - 2016-04-12 10:38:00

არასამთავრობო სექტორი ახალ კამპანიას - "სამართალი ითხოვს" იწყებს. სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს აპროტესტებს. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: შეიცვალოს მოსამართლეთა დანიშვნის წესი; დაჩქარდეს საქმეთა ელექტრონული განაწილება სასამართლოებში; მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შემთხვევაში, ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.