უაქციზო ,,MARLBORO”-ს რეალიზაციის გამო, 2 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-04-12 10:24:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე, კარენ გასპარიანი და ანზორ პალატიანი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს დიდი ოდენობით სიგარეტი “MARLBORO”-ს რეალიზაცია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.