ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 2016-04-11 16:43:00

სასაზღვრო პოლიციის უფროსის და შს მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმას, ლაშა შავკაციშვილს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულის მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით 9 აპრილს შევიდა. მოსამართლემ შუამდგომლობა ამავე დღეს განიხილა და ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ლაშა შავკაციშვილს ბრალი 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.