ფარული ჩანაწერების საქმეზე ვაჟა ლელუაშვილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-04-08 13:40:00

დღეს გამთენიისას პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე ძალოვანი უწყების ათამდე ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა, გავრცელებული ინფორმაციით მათ შორის დაკავებულია კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.

მთავარი პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელებული დაკავებების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებს, უწყებაში ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშული.

საგამოძიებო უწყება ოფიციალურად ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა შესაძლოა განცხადება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე გაკეთდეს.