“თავისუფალი დემოკრატები” საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს დღეს წარადგენენ

საქართველო, თბილისი - 2016-04-08 12:15:00

“თავისუფალი დემოკრატები” საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს დღეს წარადგენენ. პარტიაში აცხადებენ, რომ დოკუმენტს წარადგენენ ირაკლი ალასანია, დავით ონოფრიშვილი, ვასილ რევიშვილი და პროფესორი კარლ-ჰაინც პაკე, რომელიც მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანია „მაგდებურგის“ უნივერსიტეტში. 

„თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური პროგრამის ფორმირებაში პროფესორი კარლ-ჰაინც პაკე, აქტიურად იყო ჩართული. ოფიციალურ პრეზენტაციამდე პარტიის ოფისში ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ გამგეობის წევრებმა პროფესორ კარლ-ჰაინც პაკესთან ერთად შიდა სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრაზე შეაჯამეს ”თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკური პროგრამა და პრეზენტაციაზე წარსადგენ საბოლოო ვარიანტზე შეჯერდნენ. ასევე გამოყვეს წარსადგენი მნიშვნელოვანი გზავნილები.