შალვა რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 2016-04-08 11:49:00

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებაში 16:00 საათისთვის არის დაბარებული.

„ჩემი შეტანილი განცხადება არ დარჩა რეაგირების გარეშე და დაბარებული ვარ მთავარ პროკურატურაში“,- აცხადებს რამიშვილი.

ჟურნალისტმა შლვა რამიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ კონტაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართა. ამის მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ჩანაწერი.