სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების თემაზე პროკურატურის სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.უწყების ინფორმაციით, პროექტი საქართველოს პროკურატურისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. ამასთან, მომზადდება პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო პროგრამა და მასალები, რომლის მიხედვითაც გადამზადებას ეტაპობრივად ყველა პროკურორი და სისტემის გამომძიებელი გაივლის.