ნაქალაქევში ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2016-04-01 10:43:00

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში ხანძრის შედეგად წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლის სახურავზე, ბავშვის ოთახის მაღლა გაჩნდა. მცირეწლოვანი ოჯახის წევრებმა მის ოთახში მდებარე კარადაში დამწვარი იპოვეს. 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.