ბათუმში ქმარმა ცოლი ნაჯახით დაჭრა

საქართველო, თბილისი - 2016-03-31 16:26:00

ბათუმში ქმარმა ცოლი ნაჯახით დაჭრა. 51 წლის ქალბატონი მრავლობითი ჭრილობებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ქმარი დაკითხვაზე იმყოფება.