12080 კგ ჯართის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2016-03-28 17:43:00

ქუთაისში, 22 მარტს, 12080 კგ ფერადი ლითონის ჯართის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინდა. კერძოდ, არადეკლარირებული ტვირთი შემოსავლების სამსახურის  მონიტორინგის  დეპარტამენტის ოფიცრებმა დაფის მარკის ავტომანქანის გადამოწმებისას, აღმოაჩინეს, რომელიც შპს „ლ-ი“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - ფერადი ლითონის ჯართის ტრანსპორტირებას ახორციელებდა. ელექტრონული ზედნადების მიხედვით, ავტომანქანაზე განთავსებული ტვირთის წონა 6 ტონა უნდა ყოფილიყო. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ჯართის საერთო წონამ 18080 კგ შეადგინა. შესაბამისად,  დადგინდა, რომ   შპს „ლ-ი“-ს მიერ ხდებოდა 12080 კგ ფერადი ლითონის ჯართის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სპილენძის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1 კგ-ზე 9 ლარს, შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის 12080 კგ ჯართის ღირებულებამ შეადგინა 108720 ლარი.

 საქმის მასალები გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ავტომანქანა ტვირთთან ერთად  გადაყვანილ იქნა მომსახურების სააგენტოს საწყობის ტერიტორიაზე.