პრეზიდენტი: ნანა თოდუა, ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენს

საქართველო, თბილისი - 2016-03-28 14:19:00

ნანა თოდუა, ანა დოლიძე და თამარ ლალიაშვილი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც განაჩენს გამოიტანენ არა რომელიმე პარტიის ან ჯგუფის, არამედ საქართველოს სახელით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენინსას განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა,  სამივე მათგანი უკეთეს მართლმსაჯულებას მისცემს ქვეყანას.

„სამივე ქალბატონი  - ნანა თოდუა, ანა დოლიძე და თამარ ლალიაშვილი, თავისი ბიოგრაფიით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით იქნებიან ადამიანები,  ვინც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენს და არა  - რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ჯგუფის ან პოლიტიკოსის სახელით და უკეთესი მართმსლაჯურება მისცენ ქვეყანას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.