იური ვაზაგაშვილის და მისი მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 2016-03-25 18:10:00

ხმაურია სააპელაციო სასამართლოს ეზოში. ერთმანეთს კორტების სპეც ოპერაციისას დაღუპულთა და ამ საქმეზე ბრალდებულთა ახლობლები დაუპირისპირდნენ.

როგორც ცნობილია დაპირისპირებისას პოლიციამ "თავისუფალი ზონის" წევრები - გიორგი მიქიაშვილი და ვაჟა მორგოშია დააკავეს.

დაკავებული პოლიციელების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.

საქმის განხილვა სააპელაციოში ბრალდების შუამდგომლობით გადაიდო.