"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერებმა მაჟორიტარი კანდიდატები ქუთაისში წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 2010-05-20 13:26:00

"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერებმა მაჟორიტარი კანდიდატები ქუთაისში წარადგინეს.

ამასთან, ქალაქის ცენტში მოსახლეობას შეხვდნენ და "ალიანსის" ჯანდაცვის პროგრამა გააცნეს და გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივებს გაზის ტარიფის 50% და ელექტრო ენერგიის ტარიფის 30-35% შემცირებას დაპირდნენ.

"ალიანსს" ქუთაისში თვითმართველობის არჩევნებში 10 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები ჰყავს დაკავებული.