ე.წ. მალაკნების ხიდთან, წუხელ, მაღაზია გაძარცვეს

საქართველო, თბილისი - 2016-03-20 14:08:00

ე.წ. მალაკნების ხიდის მიმდებარედ, სასურსათო მაღაზიაში გუშინ, გვიან ღამით ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. გამყიდველმა მათ სავარაუდოდ წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც დაშავდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება და ამ ეტაპზე, მკურნალობას სახლში განაგრძობს.

მაღაზიის სხვა გამყიდველი აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა ფულის წაღება შეძლეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით იძიებენ, რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.