ნუცუბიძეზე, სტამბის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 2016-03-15 11:54:00

აფეთქება მოხდა ნუცუბიძის პირველ პლატოზე. საცხოვრწებელი კორპუსის პირველ სართულზრ, სადაც სტამბა და საკანცელარიო ნივთების საწყობია განთავსებული, სავარაუდოდ ავტომობილში ჩასამონტაჟებელი გაზის ბალონი აფეთქდა.

,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საცხოვრებელი კორპუსიც დააზიანა. განდგურებულია სტამბის და საკანცელარიო ნივთების საწყობის დიდი ნაწილი. 

დაშავებულია ორივე დაწესებულების 8 თანამშრომელი. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება პოლიცია და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.