შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საქართველო, თბილისი - 2016-03-13 11:42:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საქართველოს დროშით მცურავი ორი თევზსაჭერი სეინერი „KOROGLU BALIKCILIK” და “TRABZON SU URUNLERI-1” დააკავეს. გემის კაპიტნებს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით.
საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.