პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2016-03-11 16:47:00

მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც თითქოს ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის პირად ცხოვრებას ასახავს.