აიუფ ბორჩაშვილს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 2016-03-07 11:40:00

,,ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის საქმეზე აიუფ ბორჩაშვილს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო მასთან ერთად დაკავებული სხვა ახალგაზრდებიც. კერძოდ, გიორგი ხუტუნიშვილს 11-წლიანი, ხოლო დავით ფირისებიას 10-წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ. 

სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.