ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2016-03-05 18:40:00

ქუთაისში, ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც კურიერის ჟურნალისტი ქუთაისიდან იტყობინება, ბავშვი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ის ქუთაისის ერთ-ერთ ეზოში იპოვეს.

ცხედარი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული.

ბავშვის ვინაობა და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. დანიშნულია ექსპერტიზა. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის"  112–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.