დიღომში, 28 ავტომანქანის მფლობელს დილით საბურავები დაჭრილი დახვდა

საქართველო, თბილისი - 2016-02-26 11:29:00

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში 28 ავტომანქანის მფლობელს დილით საბურავები დაჭრილი დახვდა. დაზიანებულია მე-14-ე, მე-15-ე და მე-16-ე კორპუსებში მცხოვრებთა ავტომანქანები. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს.

შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.