გლდანში საშაურმეში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 4 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 2016-02-24 13:16:00

გლდანში, ქსნის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინ ფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით საშაურმეში გაზის გაჟონვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. 

გამოძიება სსკ-ის 2401-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.